მათემატიკის მასწავლებელი
Job description
" მწვანე სკოლის " ტყის კამპუსში მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე. თუ გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა, ადვილად შეგიძლიათ მათთან დამეგობრება და საინტერესო აქტივობების დაგეგმვა, შემოგვიერთდით მწვანე სკოლის გუნდში. მწვანე სკოლა მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და საინტერესო სამუშაო გარემოს შექმნაზე. მწვანე სკოლის ტყე-პარკი კი განსაკუთრებული სივრცეა არაფორმალურ გარემოში შემოქმედებითი გაკვეთილებისა და აქტივობების დასაგეგმად. მათემატიკის მასწავლებლის მოვალეობები: ** სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში შესაბამისის საგნის სწავლება. ** მოსწავლეების აკადემიური მიღწევების მონიტორინგი, შეფასების დაგეგმვა და განხორციელება. ** პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების სწავლის მოტივაციის ზრდის ხელშეწყობა; ** კომუნიკაცია მოსწავლეებთან და მშობლებთან მოსწავლეების აკადემიურ განვითარებასა და სხვა სასკოლო საკითხებთან დაკავშირებით; ** სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა. კვალიფიკაცია და უნარები: ** უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში; ** მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება; ** დროის ორგანიზება და დისციპლინა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** მზაობა ახალი იდეებისა და ინიციატივებისთვის; ** საოფისე კომპიუტერული (MS Office) პროგრამების ცოდნა. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, აპლიკანტს მინიჭებული უნდა ჰქონდეს მასწავლებლის სტატუსი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ პირადი ინფორმაცია (CV) ელ. მისამართზე [email protected] . გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ "მათემატიკის მასწავლებელი".