TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერი და სამეურნეო ნაწილის ხელმძღვანელი

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერი და სამეურნეო ნაწილის ხელმძღვანელი

თბილისის საერთაშორისო სკოლა თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 28, 2026

Job description

თბილისის საერთაშორისო სკოლა აცხადებს ვაკანსიას: მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერი და სამეურნეო ნაწილის ხელმძღვანელი. საგანმანათლებლო დაწესებულება: შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 დასვენების დღეები: შაბათ-კვირა და სხვა ოფიციალური უქმე დღეები. ლოკაცია: თბილისი, დიდი დიღომი,ზურგოვანი,თავისუფლების ქუჩა 10 სკოლის შესახებ: თბილისის საერთაშორისო სკოლა არის პრესტიჟული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც სთავაზობს მოსწავლეებს უმაღლესი სტანდარტების განათლებას. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს,რომელიც შეუერთდება ჩვენს მეგობრულ გუნდს. ძირითადი მოვალეობები: სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვა, მოვლა-პატრონობა და კონტროლი; სკოლის შენობის, ინვენტარისა და მიმდებარე ტერიტორიის სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა; ტექნიკური პერსონალის (დამლაგებლები, დარაჯები, ხელოსნები) მუშაობის კოორდინაცია და ზედამხედველობა; მიმდინარე სარემონტო, სამღებრო ან სხვა სახის ტექნიკური სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი; სკოლისთვის საჭირო სამეურნეო მასალებისა და ინვენტარის შესყიდვების დაგეგმვა, მარაგების კონტროლი და განაწილება; კომუნალური სერვისების (ელექტროენერგია, წყალი, გათბობის სისტემები) გამართული მუშაობის მონიტორინგი და ხარვეზების დროული აღმოფხვრა; მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია ტექნიკური, ადმინისტრაციული ან მენეჯმენტის მიმართულებით); მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია საგანმანათლებლო დაწესებულებაში); გუნდის მართვისა და ორგანიზატორული უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი; კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (სამეურნეო აღრიცხვისთვის). რას გთავაზობთ: სტაბილურ სამუშაო გარემოს; მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს; კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციიდან გამომდინარე). როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 2026 წლის 19 ივლისისა. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერი/სამეურნეო ნაწილის ხელმძღვანელი. შენიშვნა: შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის კონკურსისთვის.