TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მძღოლ-დისტრიბუტორი

მძღოლ-დისტრიბუტორი

hazet-georgia Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 12h ago apply by Aug 13, 2026

Job description

188 წლიანი გამოცდილების მქონე გერმანული ბრენდი " HAZET GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის თანამდებობაზე. ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟი და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურება. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე მიეცემა საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული შესაძლებლობა. ფუნქცია-მოვალეობები: ** მიღებული დავალების შესაბამისად პროდუქციის მიღება, გადამოწმება და ტრანსპორტირება მითითებულ მარშრუტებზე; ** პროდუქციის მიღებისას სასაქონლო ზედნადებში მითითებული მონაცემების სისწორის (ცალობრივი რაოდენობა, ნიშნები, ნომრები) გადამოწმება; ** პროდუქციისა და მისი შეფუთვის ვიზუალური შემოწმება, შესაძლო დაზიანებების იდენტიფიცირება, საერთო წონისა და შიგთავსის კონტროლი; ** მითითებულ მარშრუტზე, დათქმულ დროსა და ადგილას პროდუქციის შეუფერხებლად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში მიწოდება უფლებამოსილი პირისთვის; ** ყველა შესაბამისი დოკუმენტის მომხმარებლისთვის ან უფლებამოსილი მესამე პირისთვის დაუზიანებლად გადაცემა; ** პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სისუფთავის დაცვა, ჰიგიენური და სანიტარულ ნორმების შესაბამისობაში მოყვანა; ** ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში ინფორმაციის დროული მიწოდება პასუხისმგებელი პირებისთვის და საწვავის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება; ** მომხმარებლებთან თავაზიანი და კორექტული დამოკიდებულების შენარჩუნება; ** კომპანიის შინაგანაწესის, სამუშაო ტერიტორიაზე მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა; ** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან გაცემული სხვა მიმდინარე პროფესიული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომი ** სამუშაო გრაფიკი: სრული ** მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა) ** ანაზღაურება: 1600-1800 პიროვნული თვისებები: ** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი; ** მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected]