მძღოლ-დისტრიბუტორი
Job description
„პოლიმერი“ — პლასტმასის პროდუქციის ლიდერი საქართველოში! 37 წელია, „პოლიმერი“ ავითარებს პლასტმასის ინდუსტრიას საქართველოში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას ამ სფეროში. „პოლიმერი“ თანამშრომლობს 150-მდე კომპანიასთან საქართველოს მასშტაბით და ვაწარმოებთ 40-ზე მეტი ტიპის პროდუქციას სუფთა, მყარი მასალისგან, რაც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა, თანამედროვე საწარმოო ინფრასტრუქტურა, სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება! ვაკანსიის აღწერა: პლასტმასის პროდუქციის საწარმო „ პოლიმერი “ აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე, საქართველოს მასშტაბით. მომწოდებელი: პლასტმასის პროდუქციის საწარმო „პოლიმერი“ ადგილმდებარეობა: ქუთაისი სამუშაო გრაფიკი: ინდივიდუალური ანაზღაურება: შეთანხმებით ძირითადი მოვალეობები: პროდუქციის დისტრიბუცია განსაზღვრულ მარშრუტზე (საქართველოს მასშტაბით); შეკვეთების დროული მიწოდება; ობიექტებთან კომუნიკაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გაყიდვების უნარი; შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა; გამართული კომუნიკაციის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა; ფიზიკური მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; პუნქტუალობა, დისციპლინა და შრომისმოყვარეობა; მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (თუმცა არ არის სავალდებულო). რას გთავაზობთ ჩვენ: საწვავით უზრუნველყოფილი სამსახურებრივი ავტომობილი; დაზღვევა (ჯანმრთელობის / ავტომობილის); ბონუსები; კარიერული ზრდა; სტაბილური პარტნიორობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 157 158 "წინამდებარე ვაკანსიაზე პერსონალური მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს. „პლასტიკგოლდ“-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით." გმადლობთ დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!