მძღოლ-დისტრიბუტორი - B კატეგორია
Job description
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს " მზიური ", რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების (Oleina, Lindt, Kimberly-Clark და სხვა) ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის (B კატეგორია) პოზიციაზე. პირობები: ** ანაზღაურება: საშუალოდ 1 800 - 2 500 ლარი ** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი ** სამუშაო განაკვეთი: სრული ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის ქ. №151 აუცილებელი მოთხოვნები: ** აუცილებელია ქონებრივი უზრუნველყოფის წარმოდგენა ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** ავტომობილის მართვის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი; ** სასურველია სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები: ** პუნქტუალურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ენერგიულობა; ** მაღალი შრომისუნარიანობა; ** ორგანიზებულობა. ძირითადი მოვალეობები: ** შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება კომპანიის კუთვნილი ავტომობილით; ** სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება და უშუალო დისტრიბუციის პროცესში მონაწილეობა; ** პროდუქციის მიღება-ჩაბარების პროცესის კონტროლი; ** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირებისთვის; ** საწვავის ხარჯვის კონტროლი; ** კომპანიის შიდა პროცედურებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლ-დისტრიბუტორი (B კატეგორია)". მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია: შპს "მზიური" ტელ.: 032 2 00 11 55 მონაცემთა დამუშავების მიზანი: თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. სამართლებრივი საფუძველი: მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების, მათ შორის შრომითი ხელშეკრულების, დასადებად. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ: კანდიდატის მიერ მონაცემების წარმოდგენა სავალდებულოა. მონაცემების წარმოუდგენლობის შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატის განხილვა შრომითი ურთიერთობის დასამყარებლად. მონაცემთა მიმღები: შპს "მზიურის" ადამიანური რესურსების სამსახური. მონაცემთა გადაცემისა და დაცვის გარანტიები: წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის მიზნებისთვის და კანდიდატის თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მონაცემთა შენახვის ვადა: მონაცემების მიღებიდან არაუმეტეს 6 თვე. მონაცემთა სუბიექტის უფლებები: ** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; ** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; ** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; ** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; ** მონაცემთა დაბლოკვის უფლება; ** მონაცემთა გადატანის უფლება; ** ავტომატიზებული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული უფლებები; ** თანხმობის გამოხმობის უფლება; ** გასაჩივრების უფლება. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატების მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.