TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მძღოლ-დისტრიბუტორი - C კატეგორია

მძღოლ-დისტრიბუტორი - C კატეგორია

corrugator Georgia ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

ერთ-ერთი მოწინავე გოფრირებული მუყაოს მწარმოებელ კომპანია " ქორუგატორი " აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის (C კატეგორია) პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, კოსტავას ქუჩა N4 სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00-18:00 სთ ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა ანაზღაურება: 1800 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის პროდუქციის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება მომხმარებლებთან; ** მარშრუტების დაგეგმვა და ეფექტური დისტრიბუციის უზრუნველყოფა; ** სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური კონტროლი; ** ავტომობილის ტექნიკური მომსახურების საჭიროების აღრიცხვა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; ** სასაქონლო და სატრანსპორტო დოკუმენტაციის სწორად წარმოება; ** კლიენტებთან კომუნიკაცია პროდუქციის მიწოდების პროცესში; ** საწყობისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტებთან კოორდინაცია; ** საგანგებო სიტუაციებზე (ავარია, ტექნიკური გაუმართაობა და სხვა) ოპერატიული რეაგირება; ** საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დაცვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ტრანსპორტირების ან დისტრიბუციის მიმართულებით; ** საშუალო განათლება; ** C კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** საგზაო მოძრაობის წესების კარგი ცოდნა; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ დასაქმებას ** მეგობრულ სამუშაო გარემოს ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია ვან ფოინთმა დაამუშაოს და საჭიროების შემთხვევაში, მესამე მხარეს გადასცეს თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.