მძღოლ-ექსპედიტორი
Job description
"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10კმ განაკვეთი: სრული ძირითადი მოვალეობები: სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა; სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების წინასწარ პალეტიზებული პროდუქციით დატვირთვა და ბორტზე სწორად განლაგება (დამხმარე პერსონალთან ერთად); სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალებით პროდუქციის ქსელში გადატვირთვა/ჩამოტვირთვა (დამხმარე პერსონალთან ერთად) და პასუხისმგებელი პირისთვის ჩაბარება ზედნადების საფუძველზე. ძირითადი მოთხოვნები: C კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა; დისციპლინირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/WVQLbXSb