მძღოლი
Job description
" მეგატექნიკა " უკვე 30 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით. "მეგატექნიკა" ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Electrolux, Simfer, Philips, Delonghi, Kenwood, Braun, Acer და სხვა. "მეგატექნიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მძღოლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 6 დღე, 40 საათი ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ფუნქცია-მოვალეობები: ** ტექნიკის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე; ** პროდუქციის ჩატვირთვა/გადმოტვირთვაში მონაწილეობა; ** ტექნიკის მომხმარებლამდე მიწოდება შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებით; ** საჭიროებისამებრ ტექნიკის სართულებზე ატანა და მომხმარებლისთვის გადაცემა; ** სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის კონტროლი და სისუფთავის დაცვა; ** მიწოდების პროცესში კომპანიის სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა; ** მარშრუტების ეფექტურად დაგეგმვა და მიწოდების ვადების შესრულება; ** მომხმარებელთან კორექტული და პროფესიული კომუნიკაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინურობა; ** ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი; ** კომუნიკაციის და მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "მძღოლი-თბილისი" მეგატექნიკა მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის. გისურვებთ წარმატებებს. გაცნობებთ, "შპს ომეგა" (ს/კ: 211334830, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გამსახურდიას გამზ., N11) დაამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის სერტიფიკატებს, დიპლომებს და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს) გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება კონკურსის დასრულებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გამოელექტრონულ ან/და ამობეჭდილი სახით. თუ მხარეთა შორის გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა, მონაცემები ინახება შრომითი ურთიერთობის განმავლობაში. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია კომპანიისგან მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს კომპანიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რომლის რეკვიზიტებია: შპს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები" (ს/კ: 400402435), ელექტრონული ფოსტა: [email protected] პირის მიერ რეზიუმის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ კომპანიისთვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემასა და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კომპანიის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ შპს "ომეგას" მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.