TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მძღოლი

მძღოლი

arch-koni Georgia ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

კომპანია "არქ-კონი" ა ცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე. კომპანია 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. "არქ-კონის" სერვისებში შედის: საფასადე სისტემებისა და ლითონის კონსტრუქციების პროექტირება, წარმოება და მონტაჟი. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით. "არქ-კონი" მუდმივად ზრუნავს დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მომხმარებელს ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით. სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; ** სამუშაო განაკვეთი: სრული; ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის შიდა და გარე გადაზიდვების შესრულება; ** დადგენილი მარშრუტის დაცვა და დროული მიწოდება; ** ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების დაცვით; ** საჭიროების შემთხვევაში, ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვაში დახმარება; ** მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა; ** შესყიდვების მენეჯერთან მუდმივი კომუნიკაცია და სამუშაო პროცესების კოორდინაცია; ** მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციისა და სიების სიზუსტის კონტროლი ტრანსპორტირებისას; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე (სასურველია) ** მართვის მოწმობა: B კატეგორია (სავალდებულო) ** თბილისი ქუჩების კარგად ცოდნა პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კომუნიკაციის კარგი უნარები და გუნდური მუშაობის უნარი; ** კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვა; როგორ შევუერთდეთ ჩვენს გუნდს? თუ გაინტერესებთ ეს პოზიცია და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] . გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განავითარე შენი კარიერა წარმატებულ სამშენებლო პროექტებში!