TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მძღოლი/ასისტენტი

მძღოლი/ასისტენტი

Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Jul 25, 2026

Job description

" საქართველოს ამბები " თბილისის ოფისში აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ასისტენტის პოზიციაზე. ანაზღაურება: 2500-3000 ლარი (ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის უნარებისა და გამოცდილების გათვალისწინებით). შეთავსებით მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება. სამუშაო გრაფიკი: მედიის სპეციფიკიდან გამომდინარე, არასტანდარტული რეჟიმით მუშაობის შესაძლებლობით. ძირითადი მოვალეობები: ** პროექტის ხელმძღვანელთან და კოორდინატორთან მუდმივი, ინტენსიური კომუნიკაცია და მათთან კოორდინაციით სხვადასხვა აქტივობისა თუ კამპანიის დაგეგმვა-შესრულებაში აქტიური მონაწილეობა (როგორც საველე, ისე საოფისე პირობებში). ეს პროცესი მოიცავს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების შესწავლასა და მათი გადაჭრის ხელშეწყობას. ** საქართველოს ამბები / მთის ამბების გუნდის აქტიური დახმარება საველე და საოფისე პირობებში. ეს მოიცავს აპარატურის მომზადებას, ტრანსპორტირებას, აწყობას, საველე სტუდიის გამართვაში მონაწილეობას; საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორისა და გუნდის სხვა წევრების მარტივი ტექნიკური დავალებების შესრულებას და პროფესიული უნარების მუდმივ განვითარებას. ** საველე გასვლების წინა მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება - ლოკაციების დაზვერვა, ამინდის პროგნოზის მონიტორინგი და რისკების შეფასება, საჭირო რესურსების მობილიზება და ადგილობრივ კონტაქტებთან კომუნიკაცია. ** კომპანიის კუთვნილი ავტომობილით გადამღები ჯგუფების, გუნდის წევრების უსაფრთხო გადაადგილება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (მათ შორის, რთული რელიეფის მქონე მაღალმთიან დასახლებებში). ** კომპანიის კუთვნილი ავტომობილის ტექნიკური გამართულობის კონტროლი, ავტომობილის მოვლა და სისუფთავეზე ზრუნვა. ** ავტომობილის/ავტომობილების ხარჯების (საწვავი, ამორტიზაცია, პარკინგი) ყოველთვიური რეპორტის მომზადება. ** ხელმძღვანელობის დავალებით სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის ოპერატიული მოგვარება. მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი). ** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის მართვის მინიმუმ 5-წლიანი აქტიური გამოცდილება (აუცილებელია). ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - ჩვენთვის ავტომობილის მართვა ნიშნავს გუნდის უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ** პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი. ** რთულ რელიეფზე და არასტანდარტულ გრაფიკში მუშაობის მზაობა. დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 25 ივლისის ჩათვლით გამოგზავნეთ CV და აუცილებლად მართვის მოწმობის ასლი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) და შეავსეთ ანკეტა: https://mtisambebi.ge/about-main/join გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე. "საქართველოს ამბები" ( https://sakartvelosambebi.ge ) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" ( https://mtisambebi.ge/ ) - მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.