TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მძღოლი - C კატეგორია

მძღოლი - C კატეგორია

carrefour Georgia ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

" კარფური " ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში. ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. "კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) ამჟამად გთავაზობთ დასაქმების შესაძლებლობას მძღოლის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ლოკაცია-ლილო, (ჭირნახულის ქ.N9) ** სამუშაო გრაფიკი: დღის ცვლა 09:00 - 18:00 სთ, ღამის ცვლა 20:00-04:00 სთ. ** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი ძირითადი მოვალეობები: ** ტვირთის გადაზიდვა საწყობიდან მაღაზიებში ** ავტომობილის პროდუქციით დატვირთვა/ჩამოტვირთვაში დახმარება მოთხოვნები: ** C კატეგორიის მართვის მოწმობა ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წელი ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: [email protected] გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას" (ს/ნ.: 404923749; იურ. მის.: ქ. თბილისი, საქართველო, ქალაქი თბილისი, ისნის რაიონი, ნავთლუღის ქ., N8ა) მიერ. მათ შორის, უფლებამოსილი პირის, შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს" (ლიცენზიის N.: 240254; მის.: საფოსტო ყუთი 22797, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადაა ერთი წელი. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გავუზიაროთ "კარფურის" პარტნიორ ფრენშაიზ კომპანიებს, მათი არსებული და/ან სამომავლო ვაკანსიების ფარგლებში თქვენი კანდიდატურის მიმდინარე ან სამომავლო დასაქმების შესაძლებლობის შეფასებისა და განხილვის, ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენი კონფიდენციალურობის ვებ-ფორმის საშუალებით: Privacy Webform.. ან, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] ; განაცხადის წარდგენითა და ინფორმაციის გაზიარებით (მათ შორის, თქვენი CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმის) თქვენ აცხადებთ ცალსახა თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გადაცემაზე ზემოაღნიშნული მიზნებითა და პირობების შესაბამისად. შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. გისურვებთ წარმატებებს!