მძღოლი
Job description
ჩვენს შესახებ: "ვოლტა" წარმოადგენს უმსხვილეს ონლაინ მოლს, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული კომერციის უნიკალურ სერვისს, კერძოდ პროდუქციის შეძენას შიდა ონლაინ განვადებით, ყოველგვარი საბანკო, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე. "ვოლტა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე თბილისში. ადგილმდებარეობა: თბილისი, ც. დადიანის 7 სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი ქარვასლა; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სრული სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება; ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1 500 ლარი. ფუნქცია-მოვალეობები: ** პარტნიორი კომპანიების სხვადასხვა ლოკაციაზე არსებულ საწყობებში პროდუქტის მიღება-ჩატვირთვა; ** მომხმარებლებთან შესყიდული პროდუქციის დროული და უსაფრთხო მიწოდება; ** პასუხისმგებელი პირის მიერ გადაცემული ტექნიკის რაოდენობრივი და დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი; ** საჭიროებისამებრ პროდუქციის მომხმარებლისთვის მიწოდების პროცესში მეწყვილის ფიზიკური დახმარება; ** სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო ოპერირება - სიჩქარის შეზღუდვების, პარკირების წესებისა და საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვა; ** სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის წინასწარი შემოწმება და აღმოჩენილი გაუმართაობის შესახებ მენეჯერის დროული ინფორმირება; ** საჭიროების შემთხვევაში, მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება და განხორციელებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა; ** უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** B კატეგორიის მართვის მოწმობა. მცირე ზომის სატვირთო ავტომობილის მართვის 2 წლიანი გამოცდილებით; ** ნასამართლების/ნარკოლოგიურის ცნობები. გამოაგზავნე რეზიუმე მეილზე: [email protected] და შემოუერთდი ჩვენს პროფესიონალ გუნდს, სადაც შენი ცოდნა და ენერგია ნამდვილად დაფასდება! აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ვოლტა"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.