TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მძღოლი/კურიერი

მძღოლი/კურიერი

კლინიკა ნეოლაბი Georgia ქართული
Posted Aug 04, 2026 20h ago apply by Sep 04, 2026

Job description

კლინიკა " ნეოლაბი " აცხადებს ვაკანსიას მძღოლი/კურიერის პოზიციაზე. მდებარეობა: ქ. თბილისი, ვარლამ თოფურიას 2ბ სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი; სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-საათიდან 17:00 საათამდე, ხოლო შაბათი 10:00 საათიდან 15:00 საათამდე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პარტნიორი კლინიკებიდან ნიმუშების ტრანსპორტირება; ** საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომელ კლინიკებში საკვლევი მასალის ტრანსპორტირება; ** მოთხოვნის საფუძველზე, დღის განმავლობაში ექთნის გადაყვანა ჩანიშნული გამოძახებების თანმიმდევრობის გათვალისწინებით; ** საჭიროების შემთხვევაში, ექიმის გადაყვანა კლინიკის რეგიონულ ფილიალში. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** ავტომობილის მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სასურველია თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა; ** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა; პიროვნული თვისებები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა; ** დროის ეფექტიანად მართვის უნარი; ** ოპერატიულობა და პუნქტუალობა; ** მოწესრიგებულობა და თანმიმდევრულობა. კომპანია უზრუნველყოფს: ** სამუშაო პროცესისთვის საჭირო ავტომობილსა და საწვავს; ** ავტომობილისა და მძღოლის სავალდებულო დაზღვევას. ჩვენთან დასაქმების უპირატესობები: სპეციალური ფასდაკლება ლაბორატორიული გამოკვლევების სრულ სერვისზე. შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეების გადარჩევა ** ინდივიდუალური გასაუბრება დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი СV/რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] ან დარეკეთ ნომერზე: 596 391100. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს, რაც გულისხმობს დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ვაკანსიის მოთხოვნებთან.