მძღოლი / მიწოდების აგენტის ასისტენტი
Job description
SELINI არის საავტომობილო ზეთების, ფილტრების, ავტოქიმიის და აქსესუარების ერთ-ერთი მზარდი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც საქართველოს მასშტაბით ამარაგებს პარტნიორ ობიექტებს. გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მძღოლს / მიწოდების აგენტის ასისტენტს , რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროდუქციის დროულ და უსაფრთხო მიწოდებაში მონაწილეობის მიღებაზე. კომპანია: SELINI სამუშაო ადგილი: ქუთაისი დასაქმება: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: ავტომობილის მართვა დადგენილი მარშრუტის მიხედვით; პროდუქციის ჩატვირთვასა და გადმოტვირთვაში მონაწილეობა; შეკვეთების კლიენტებისთვის დროულად და სწორად მიწოდება; მიწოდების აგენტთან კოორდინირებული მუშაობა; ავტომობილის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი; მიწოდებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სწორად წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: B კატეგორიის მართვის მოწმობა; ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდილება; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; გუნდური მუშაობის უნარი; ფიზიკური დატვირთვით მუშაობის მზადყოფნა. ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ და დროულ ანაზღაურებას; სრული განაკვეთით დასაქმებას; მეგობრულ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს; გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას; პროფესიული განვითარების პერსპექტივას. თუ ხარ პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი და გსურს სტაბილურ კომპანიაში მუშაობა, შემოუერთდი SELINI-ს გუნდს. CV გამოაგზავნეთ: [email protected] სათაურში მიუთითეთ: „მძღოლი / მიწოდების აგენტის ასისტენტი“