მძღოლი/მომმარაგებელი
Job description
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლი/მომმარაგებლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126. გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 სთ- 18:00 სთ-მდე ფუნქცია მოვალეობები: წინასწარ განსაზღვრული დღის გეგმა-გრაფიკის მიხედვით მოძრაობა; გადასაზიდი საქონლის მითვლა სასაქონლო ზედნადების მიხედვით და სამონტაჟო ჯგუფთან ჩაბარება; მანქანის ძარზე საქონლის დალაგება-განაწილება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მაქსიმალური დაცულობა და უსაფრთხოება (მაქს. დასაშვები წონა 30კგ); მსუბუქი ფიზიკური სამუშაოების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის ჩატვირთვა-გადმოტვირთვასთან. ავტო-მანქანის მოვლა-პატრონობა და სისუფთავე, საგზაო წესების დაცვა. შეძენილი საქონლის ზედნადებების კონტროლი და მათი დროული მიწოდება ადმინისტრატორთან; დღის ბოლოს, შესაბამის პროგრამაში, შესრულებული სამუშაოების ანგარიშის წარდგენა შესრულებული რეისების, მიწოდებებისა და პრობლემური შემთხვევების შესახებ. უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში); ძირითადი მოთხოვნები: სასურველია გამოცდილება მსგავსი მიმართულებით (მინიმუმ 1 წელი) მართვის მოწმობა B1, კატეგორია პიროვნული თვისებები და უნარები: დეტალებზე ორიენტირებული; პუნქტუალური; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; მოწესრიგებული; ორგანიზებულობა; ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას! თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/iYB2H გისურვებთ წარმატებას!