მძღოლის დამხმარე
Job description
შპს პისიშოპ.ჯი, კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის და ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/ კომპანია „პისიშოპ.ჯი“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლის დამხმარის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი (კვარტლური) სამუშაოს აღწერა და მოვალეობები: პროდუქციის დატვირთვა/ჩამოტვირთვა და დასაწყობების უზრუნველყოფა; გზავნილების ადრესატისათვის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად მიტანა; ტვირთის მიწოდება თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; B კატეგორიის(მექანიკა) მართვის მოწმობა; საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა; მინიმუმ 1 წლიანი ავტომობილის მართვის გამოცდილება; პიროვნული თვისებები: შრომისმოყვარეობა; კომუნიკაბელურობა; ენერგიულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; შედეგზე ორიენტირებულობა; პუნქტუალურობა; პრეზენტაბელურობა; მოტივირებულობა; სიახლეების ძიების სურვილი და თვითგანვითარებაზე ზრუნვა. ჩვენ გთავაზობთ: სწავლას და კარიერულ წინსვლას; ჯანმრთელობის დაზღვევას; მეგობრულ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: [email protected]