TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მძიმე სამშენებლო ტექნიკის მექანიკოსი

მძიმე სამშენებლო ტექნიკის მექანიკოსი

ელიტ მოტორსი თბილისი ქართული
Posted Jul 23, 2026 12h ago apply by Aug 21, 2026

Job description

შპს „ელიტ მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას მძიმე სამშენებლო ტექნიკის მექანიკოსის პოზიციაზე შპს „ელიტ მოტორსი“ 2008 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს პრემიუმ კლასის სამშენებლო ტექნიკის, ინდუსტრიული დანადგარების, ძრავებისა და გენერატორების ერთ-ერთ წამყვან მიმწოდებელს. კომპანია არის ისეთი საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, როგორებიცაა: Volvo CE, Merlo, Mecalac, Atlas Copco, Genie, Emsa, Mosa, Hangcha, Wacker Neuson. დამატებითი ინფორმაცია: https://elitemotors.ge/ სამუშაო აღწერილობა მექანიკოსი პასუხისმგებელი იქნება პრემიუმ ბრენდების მძიმე ტექნიკის სერვისსა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე (Hydraulic / Electrical / Diesel), პოზიცია ითვალისწინებს ტექნიკის სერვისს ადგილზე (სერვის ცენტრში) და გასვლით საველე მომსახურებას. საკვალიფიკაციო მოთხოვნები მძიმე ტექნიკის სერვისში მუშაობის გამოცდილება ჰიდრავლიკური სისტემების დიაგნოსტიკა და რემონტი დიზელის ძრავების დიაგნოსტიკა და რემონტი ელექტრო და მექანიკური სისტემების დიაგნოსტიკა/რემონტი ტექნიკური სქემებისა და სერვის-მენუალების წაკითხვის უნარი დამოუკიდებლად მუშაობის უნარი მართვის მოწმობა ჩვენ გთავაზობთ ფიქსირებული ანაზღაურება(კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად) და ყოველთვიურ ბონუსს პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას ჯანმრთელობის დაზღვევას კორპორატიულ სატელეფონო პაკეტს ტრანსპორტირების უზრუნველყოფას მდებარეობა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილი 23/800 კმ (საგურამოს გადასახვევთან) გრაფიკი:სრული განაკვეთი, სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 09:00-14:00 (შაბათი) დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 577 20 25 13 Subject ველში მიუთითეთ: „მექანიკოსი“ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში, დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. ელიტ მოტორსში თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.