Medical Product Manager
Job description
GM Pharmaceuticals 25-წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიაა, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები იწარმოება როგორც საქართველოში მდებარე GMP-სერტიფიცირებულ მაღალტექნოლოგიურ საწარმოში, ასევე დასავლეთ ევროპის წამყვან საწარმოებში (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი და პორტუგალია). 700-ზე მეტი პროფესიონალით, 8 ქვეყანაში საქმიანობითა და 12 მილიონზე მეტი მომხმარებლით , GM Pharmaceuticals ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. GM Pharma-ში ვეძებთ პროდუქციის მენეჯერს. 📍 სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა 🕘 სამუშაო განრიგი: ორშაბათი–პარასკევი | 09:00–18:00 რას გთავაზობთ? პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; კონკურენტულ და ყოველწლიურად მზარდ ანაზღაურებას; კვარტალურ საბონუსე სისტემას; სოციალურ პაკეტს (ჯანმრთელობის დაზღვევა, სატელეფონო ხარჯები). რას გააკეთებთ? შეისწავლით ფარმაცევტულ ბაზარს, ბაზრის ტენდენციებსა და კონკურენტულ გარემოს; დაგეგმავთ და განავითარებთ პროდუქტის სტრატეგიას გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობით; მოამზადებთ სამედიცინო-სამეცნიერო, საპრომოციო და სასწავლო მასალებს; დაგეგმავთ და ჩაატარებთ ტრენინგებს სამედიცინო წარმომადგენლებისა და გაყიდვების გუნდისთვის; ითანამშრომლებთ წამყვან ექიმ-სპეციალისტებთან და ჩაერთვებით სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებაში; ითანამშრომლებთ რეგისტრაციის, დიზაინის, მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან პროდუქტის პოზიციონირების, შეფუთვისა და ბრენდის განვითარების პროცესში; უზრუნველყოფთ სამეცნიერო მხარდაჭერას პროდუქტის ეფექტური კომერციალიზაციისთვის. ვის ვეძებთ? უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინის, სამკურნალო ან პედიატრიული ფაკულტეტი); მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ფარმაცევტულ კომპანიაში; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე; MS Office-ის (განსაკუთრებით Excel, Word და PowerPoint) კარგი ცოდნა; B კატეგორიის მართვის მოწმობა (საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად). მნიშვნელოვანია: ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება; დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციის უნარები; მოლაპარაკებების წარმართვის გამოცდილება; მოქნილობა, პროაქტიულობა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.