მედიცინის ფაკულტეტის OSCE პროცესის გამომცდელი
Job description
"შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას. "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტის OSCE- (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) პროცესის გამომცდელის პოზიციაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 24 აგვისტო ; თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურებადი. სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი , წერეთლის N13; სამუშაოს ტიპი: არასრული განაკვეთი (საგამოცდო განრიგიდან გამომდინარე). ძირითადი მოვალეობები: ** დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; ** მიიღოს OSCE - ის საგამოცდო პროცესში მონაწილეობა გამომცდელის სტატუსით; ** გამოცდის ჩატარების ადგილზე გამოცხადდეს წინასწარ შეთანხმებული განრიგის შესაბამისად; ** გამოცდის დაწყებამდე სტუდენტებს გააცნოს წესები, რომლებიც მათ უნდა დაიცვან გამოცდის მიმდინარეობის პროცესში; ** შესაბამის უწყისში, რეგისტრაციაში გაატაროს სტუდენტები და მათი ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცდაზე გამოცხადება; ** უზრუნველყოს სტუდენტის ობიექტური შეფასება წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით; ** აღრიცხოს სტუდენტთა შეფასება შესაბამის საგამოცდო ფურცელში (Check-List); ** გამოცდის დასრულების შემდგომ უზრუნველყოს სტუდენტთათვის შესაბამისი უკუკავშირის გაცემა; ** უზრუნველყოს საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული უკუკავშირის მიწოდება უნივერსიტეტის სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელისათვის; ** საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს მონაწილეობა დაგეგმილ ტრენინგში; ** უპასუხოს სტუდენტს მხოლოდ პროცედურულ და ტექნიკურ საკითხებზე, საგამოცდო საგანთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი აკრძალულია; ** უნივერსიტეტი მოთხოვნისთანავე გადასცეს მას ანგარიშგება მომსახურების მიმდინარეობის შესახებ; ** დაიცვას კონფიდენციალურად "უნივერსიტეტისგან" მომსახურების გაწევის პროცესში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია და არ დაუშვას მისი გარეშე პირისათვის გადაცემა თუ ამას არ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა ან არ არსებობს "უნივერსიტეტის" წერილობითი ნებართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება მედიცინის მიმართულებით; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი); ** ინგლისური ენა -B1 (მეტყველება, წერა). ვაკანსიის დეტალები: დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 24 აგვისტო . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - OSCE- პროცესის გამომცდელი. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.