TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის ლაბორანტი

მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის ლაბორანტი

european-central-university Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 1 day ago apply by Aug 24, 2026

Job description

"შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავლაპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას. "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის ლაბორანტის პოზიციაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 24 აგვისტო ; თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ; ადგილების რაოდენობა: 2; სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი , წერეთლის ქ. N13. გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე. ძირითადი მოვალეობები: ** სასწავლო კურსის ხელმძღვანელთან თანამშრომლობით პრაქტიკული სწავლების განხორციელებაში ხელშეწყობა და კურსის შესაბამისად ტექნიკური, სიმულაციური და სახარჯი მასალებით ლაბორატორიის აღჭურვა; ** სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული თემატიკის შესაბამისი სიმულაციური აღჭურვილობის/ინვენტარის/მასალების მომზადება და ლაბორატორიაში არსებული ინვენტარის, მასალების აღრიცხვა; ** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად გამოსაყენებად უვარგისი ტექნიკის/მასალის/ინვენტარის ჩამოწერა/განადგურების პროცესში მონაწილეობის მიღება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ** ლაბორატორიაში სამუშაოების დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ნორმების დაცვით გამოყენებული მასალის შენახვა/ლიკვიდაცია; ** მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის საქმიანობის ეფექტიან განხორციელებაში ხელშეწყობა; ** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილების განხორციელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება/საექთნო საქმე/ბიოლოგი; ** მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად; ** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი); ** ინგლისური ენა - B1 დონე (მეტყველება, წერა). ვაკანსიის დეტალები: 1. კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 24 ივლისს და დასრულდება 24 აგვისტოს; 2. კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა; 3. კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის ლაბორანტი. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.