TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მექანიკოსი

მექანიკოსი

ალფა პეტი მცხეთა ქართული
Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

„ალფა პეტი“ აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა ნატახტარი, სოფ. მისაქციელი. დასაქმებულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია. სამუშაო დრო ორშაბათი -პარასკევი: 09:00 საათიდან 17:30 საათამდე; შაბათი: 09:00 საათიდან 14:00 საათამდე. სარგებელი ჯანმრთელობის დაზღვევა; კვების თანადაფინანსება. ძირითადი ფუნქციები საწარმოო მოწყობილობებისა და დამხმარე სისტემების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; გეგმური და ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება; ტექნიკური გაუმართაობების, ცვეთისა და ავარიული რისკების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა; მოწყობილობების მონტაჟში, გაშვებაში, გამართვასა და მოდერნიზაციაში მონაწილეობა; სათადარიგო ნაწილების, ინსტრუმენტებისა და სახარჯი მასალების საჭიროების კონტროლი და შესყიდვის მოთხოვნის ინიცირება; შესრულებული სამუშაოების შესახებ ტექნიკური ინფორმაციისა და ჩანაწერების წარმოება; GMP, PRP, FSSC 22000-ის, შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და კომპანიის შიდა რეგულაციების მოთხოვნების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი ან პროფესიული განათლება მექანიკის, მანქანათმშენებლობის ან მომიჯნავე ტექნიკური მიმართულებით; მექანიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება (საწარმოო/სამრეწველო გარემოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); საწარმოო დანადგარების, მექანიკური კვანძების, პნევმატური სისტემებისა და მოძრავი მექანიზმების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის გამოცდილება; ტექნიკური ნახაზებისა და მექანიკური სქემების წაკითხვის უნარი; ტექნიკური ინსტრუმენტებისა და საზომი მოწყობილობების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება; გეგმური და ავარიული სარემონტო სამუშაოების ორგანიზებისა და შესრულების გამოცდილება; კომპიუტერული პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა; GMP, PRP, FSSC 22000-ისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდური მუშაობისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი. დეტალური პირობების გასაცნობად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://alfa-pet.selfrecruit.ge/s/HaSz1