---
title: მექანიკოსი
description: ხის კოჭების (ბალკების) მწარმოებელი კომპანია ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებლიან მექანიკოსს საწარმოო ხაზის მონტაჟის, შემდგომი მართვისა და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად. აუცილებელი ცოდნა და უნარები: 
---

# მექანიკოსი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-29  
**Apply by:** 2026-10-29

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=756672)

## Job description

ხის კოჭების (ბალკების) მწარმოებელი კომპანია ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებლიან მექანიკოსს საწარმოო ხაზის მონტაჟის, შემდგომი მართვისა და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად. აუცილებელი ცოდნა და უნარები: ** ნახაზების, სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვა და ზუსტი გაგება; ** ხელის და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (სახრახნისი, კუთხსახეხი, ქანჩსახრახნი); ** ლითონის ზეინკლური დამუშავება: ჭრა, ბურღვა, გაქლიბვა, ღუნვა; ** საზომი ხელსაწყოების ფლობა (შტანგენფარგალი, მიკრომეტრი, თარაზო, ლენტი, კუთხმზომი) და ზომების სიზუსტის კონტროლი; ** მექანიკური მოწყობილობების მუშაობის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა (მექანიკა, პნევმატიკა, ჰიდრავლიკა), სხვადასხვა ტიპის დანადგარების, მათი მონტაჟის, მომსახურებისა და შეკეთების ტექნოლოგიების ცოდნა; ** თანამედროვე სადიაგნოსტიკო მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, გაუმართაობის მიზეზების სწრაფად და ზუსტად გამოვლენის უნარი; ** მონტაჟის, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების ეფექტურად დაგეგმვის, ორგანიზების, ხარჯებისა და რესურსების ოპტიმიზაციის უნარი; ** ტექნიკური პერსონალის მართვის, თანამშრომელთა მოტივირების, უფლებამოსილებების დელეგირებისა და დავალებების შესრულების კონტროლის უნარი; ** რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების, რისკებისა და შედეგების შეფასების უნარი; ** CAD (საპროექტო კომპიუტერულ) პროგრამებში მუშაობის გამოცდილება; ** მექანიკური მოწყობილობების მუშაობის მარეგულირებელი უსაფრთხოების მოთხოვნების, სტანდარტებისა და წესების ცოდნა; ** მონაცემების ანალიზის, ტენდენციების გამოვლენისა და დანადგარების მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების უნარი; ** მონტაჟის სიზუსტის ასამაღლებლად ლაზერული საზომი ხელსაწყოების გამოყენების უნარი. სასურველია: ** შედუღების სამუშაოების შესრულების უნარი; ** საბაზისო ცოდნა ელექტროენერგეტიკაში. მოვალეობები დანადგარების მონტაჟის ეტაპზე: ** მოწყობილობების მონტაჟის უზრუნველყოფა: მექანიკოსი პასუხისმგებელია დანადგარების ტექნიკურად სწორ მონტაჟზე, საიმედოობასა და მათ სამუშაო მდგომარეობაში მოყვანაზე; ** პერსონალის მართვა: სამონტაჟო და სარემონტო სამსახურის თანამშრომლების ხელმძღვანელობა, დავალებების გადანაწილება, ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კონტროლი; ** დეტალების მომზადება: მონტაჟის წინ კომპონენტების გაწმენდა, გაუცხიმოვნება, მარკირება და დახარისხება; ** აწყობა და მონტაჟი: დეტალების შეერთება კვანძებად და მექანიზმებად ხელის და ელექტროინსტრუმენტების გამოყენებით: ბურღვა, ჭრა, ხრახნის მოჭრა, ასევე ხრახნიანი, შემდუღებელი, ნარჩილავი და მორკინული შეერთებების აწყობა; ** მოწყობილობებისა და კონსტრუქციების მონტაჟი: სამრეწველო დანადგარების (ჩარხები, პრესები, კონვეიერები), ლითონის კონსტრუქციების (კოჭები/ბალკები, კარკასები, რეზერვუარები), მილსადენებისა და სხვა ელემენტების დამონტაჟება საპროექტო მოთხოვნების შესაბამისად; ** შესყიდვები და ლოგისტიკა: მასალებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე განაცხადების გაფორმება, მათი მიღებისა და შენახვის კონტროლი, სასაწყობო მარაგების ოპტიმიზაცია. რას გთავაზობთ: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ; ** სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს განვითარებად წარმოებაში; ** ჯანმრთელობის დაზღვევასა და კვებას; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: sgelashvili.gsolar@gmail.com

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
