მექანიკოსი
Job description
"კამპა" საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სასმელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივი წვენების ბაზრის 30 %ს ფლობს. "კამპას" სასმელი 15 ზე მეტ საექსპორტო ქვეყანაში გადის და საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით აგრძელებს განვითარებას. "კამპაში" გვჯერა, რომ კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა თანამშრომელია. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც ფასდება ინიციატივა, გუნდურობა, პასუხისმგებლობა და პროფესიული ზრდის მოტივაცია. თუ ეძებთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პროფესიული ზრდი შესაძლებლობის მქონე კომპანიას დასაქმებისთვის, გელოდებით ჩვენს გუნდში. "კამპა" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: საგურამო (ტრანსპორტირება და კვება უზრუნველყოფილია კომპანიის მხრიდან). სამუშაო დრო: სრული, ცვლებში ფუნქცია-მოვალეობები: ** საწარმოს დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ** გეგმური ტექნიკური მომსახურების შესრულება; ** ავარიული დაზიანებების დიაგნოსტიკა და შეკეთება; ** CIP-ის, ტუმბოების, კონვეიერების, კომპრესორების, ჩილერისა და სხვა დანადგარების კონტროლი; ** სათადარიგო ნაწილების შეცვლა და რეგულირება; ** შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა; ** წარმოების გაჩერებებზე ოპერატიული რეაგირება; ** ტექნიკური გაუმჯობესებების ინიციირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პროფესიული ან უმაღლესი ტექნიკური განათლება (მექანიკა, ელექტრომექანიკა ან მონათესავე სპეციალობა); ** სასურველია საწარმოო დანადგარების მომსახურების სფეროში მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პუნქტუალურობა;. ** გუნდური მუშაობის უნარი; ** საქმის ბოლომდე მიყოლის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 22 აგვისტომდე, შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "კამპამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე ასევე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე და შესაძლოა შეინახოს ერთწლიანი ვადით.