TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მექანიკოსი/ამწყობი-ზეინკალი

მექანიკოსი/ამწყობი-ზეინკალი

დეკა ჯი Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Aug 15, 2026

Job description

ხის სამშენებლო კოჭების (ბალკების) მწარმოებელი კომპანია "დეკა ჯი" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის/ამწყობი-ზეინკლის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში . ძირითადი მოვალეობები: ** დეტალების მომზადება: სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე კომპონენტების გაწმენდა, გაცხიმოვნება, მარკირება და დახარისხება. ** აწყობა და მონტაჟი: დეტალების შეერთება კვანძებად და მექანიზმებად ხელის და ელექტროინსტრუმენტების გამოყენებით (ბურღვა, ჭრა, ხრახნის მოჭრა; ხრახნიანი, შემდუღებლო, სარჩილავი და სამანჭვლე შეერთებების აწყობა). ** კონსტრუქციების მონტაჟი: სამრეწველო მოწყობილობების (ჩარხების, პრესების, კონვეიერების), ლითონის კონსტრუქციების (კოჭების, კარკასების, რეზერვუარების), მილსადენებისა და სხვა ელემენტების დამონტაჟება საპროექტო მოთხოვნების შესაბამისად. ** ტექნიკური მომსახურება და რემონტი (გაშვება-გამართვის შემდეგ): მოწყობილობების მდგომარეობის რეგულარული შემოწმება, გაწმენდა, შეზეთვა, ცვეთადი ელემენტების შეცვლა, დიაგნოსტიკა და მიმდინარე გაუმართაობების დროული აღმოფხვრა. აუცილებელი მოთხოვნები და უნარები: ** ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზებისა და სქემების კითხვისა და გაგების უნარი. ** ხელის და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ხრახნდამჭერი/"შურუპავერტი", კუთხსახეხი/"ბალგარკა", ქანჩსახრახნი/"გაიკავერტი"). ** ლითონის ზეინკლური დამუშავების უნარები: ჭრა, ბურღვა, გაწმენდა, ღუნვა. ** ზუსტი საზომი ინსტრუმენტების ფლობა (შტანგენცირკული, მიკრომეტრი, თარაზო, საზომი ლენტი, კუთხმზომი) და ზომების სიზუსტის კონტროლი. სასურველია (ჩაითვლება უპირატესობად): ** CAD (САПР) სისტემებთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება. ** ლაზერული საზომი ხელსაწყოების გამოყენების გამოცდილება მონტაჟის სიზუსტის ასამაღლებლად. ** შედუღების სამუშაოების შესრულების უნარი. ** საბაზისო ცოდნა და კომპეტენცია ელექტროენერგეტიკაში. რას გთავაზობთ: კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, სტაბილურ სამუშაო გარემოს, ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: [email protected] , გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.