TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მექანიკური სისტემების (MEP) პროექტანტი

მექანიკური სისტემების (MEP) პროექტანტი

WAVE • ვეივი Tbilisi, Georgia
Posted Jul 06, 2026 1 day ago

Job description

ვეძებთ მოტივირებულ კოლეგას, რომელსაც აქვს მექანიკური (HVAC) და სანტექნიკის (Plumbing) სისტემების ხაზვის პრაქტიკული გამოცდილება და სურს ჩაერთოს მასშტაბურ და საინტერესო პროექტირებაში. ძირითადი მოვალეობები: უფროსი ინჟინრის ტექნიკური მითითებებისა და გათვლების საფუძველზე საპროექტო ნახაზების მომზადება, კორექტირება და დეტალიზაცია; შენობის შიდა საინჟინრო ქსელების (გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია, წყალმომარაგება, კანალიზაცია, სახანძრო უსაფრთხოება) გეგმების, ჭრილებისა და აქსონომეტრიული/იზომეტრიული სქემების დახაზვა; საინჟინრო კომუნიკაციების კოორდინაცია არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნახაზებთან, შეუსაბამობების იდენტიფიცირება და გასწორება; ნახაზების მიხედვით მასალებისა და მოწყობილობების სპეციფიკაციების (რაოდენობრივი აღრიცხვის) ზუსტი შედგენა; რთული საინჟინრო კვანძებისა და მოწყობილობების მიერთების დეტალური სქემების დამუშავება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება MEP მიმართულებით დრაფტერის ან ასისტენტ-ინჟინრის პოზიციაზე; AutoCAD და/ან Revit-ში მუშაობის გამოცდილება (სუფთა, სტანდარტიზებული ლეიერებითა და შაბლონებით მუშაობის უნარი); საინჟინრო ნახაზებისა და სიმბოლოების კარგად კითხვა/გაგება; სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება საინჟინრო მიმართულებით; პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ვადების (Deadlines) დაცვის უნარი. რას გთავაზობთ: სტაბილურ, მზარდ და პროფესიულ სამუშაო გარემოს; უშუალო ჩართულობას თანამედროვე, ენერგოეფექტურ საპროექტო პროცესებში; საველე პრაქტიკას: პერიოდულ ვიზიტებს მიმდინარე ობიექტებზე, სადაც რეალურად ნახავთ, როგორ გარდაიქმნება თქვენი ნახაზები მუშა სისტემებად;