მეხინკლე
Job description
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მეხინკლის პოზიციაზე რესტორან "გურამიშვილის მარანში" . მდებარეობა: საგურამო სამუშაო გრაფიკი: სრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** კლასიკური ხინკლის მაღალ დონეზე მომზადების ცოდნა; ** ხინკლის წვნიანის მომზადების გამოცდილება; ** დამბალ ხაჭოს ხინკლის ნაღებითა და ტრუფელით მომზადების ცოდნა; ** ხინკლის ცომის სწორად მომზადებისა და მოხვევის ტექნიკის სრულყოფილად ფლობა; ** პროდუქტის ხარისხის, რეცეპტურისა და პრეზენტაციის სტანდარტების დაცვა; ** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა და დაცვა; უნარ-ჩვევები: ** დროის მართვის უნარი; ** პუნქტუალურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული; თბილისიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მეხინკლე. შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! "თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."