მეხორცე/ყასაბი
Job description
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: მეხორცე (ყასაბი) . მისამართი: ქ. ბათუმი , აღმაშენებლის 13ბ ძირითადი მოვალეობები: ** შესაბამისი ხორცის პირველადი დამუშავება; ** ხორცპროდუქტების დამუშავება, დაჭრა და დახლზე განსათავსებლად მომზადება; ** დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით; ** ხორცპროდუქტების იერსახის, შენახვის პირობების და ვადების კონტროლი; ** სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების და წესების დაცვა, ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება; ** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება აუცილებელია; ** ხორცპროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა; ** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტების ცოდნა. პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი; ** შრომისმოყვარეობა; ** სისწრაფე, ენერგიულობა; სამუშაო გრაფიკი და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას შეთანხმებით. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე [email protected] და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მეხორცე". კომპანიის შესახებ: შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.