მენეჯერი
Job description
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია " CARWIZ Georgia " ( https://www.facebook.com/CarwizGeorgia ) აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე დღის საათებში. (მძღოლების უფროსი) ფუნქცია-მოვალეობები: ** მძღოლების სამუშაო გრაფიკის შედგენა, მათი ყოველდღიური საქმიანობის მართვა, კოორდინაცია/კონტროლი და სატრანსპორტო შეკვეთების ოპტიმალური გადანაწილება მძღოლებს შორის. ** კომპანიის პარტნიორებთან, სასტუმროებთან და სხვა დამკვეთებთან დროული და ეფექტური კომუნიკაცია. ** შემოსული ელექტრონული ფოსტის (E-mail) და სხვა საკომუნიკაციო არხებით მიღებული მოთხოვნების მიღება და დამუშავება. ** სატრანსპორტო მომსახურების ხარისხის კონტროლი და კომპანიის სტანდარტების დაცვა, ცვლის გამართულად და შეუფერხებლად მუშაობისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა. ** დაქვემდებარებული თანამშრომლების დისციპლინის, შრომითი მოვალეობებისა და შიდა რეგულაციების დაცვის კონტროლი. ** მძღოლების მხრიდან სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადებისა და სამუშაოს დასრულების შემდეგ დროული გასვლის კონტროლი. ძირითადი მოთხოვნები: ** ინგლისური და რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა ** B კატეგორიის მართვის მოწმობა სამუშაო ადგილი - თბილისი, სასტუმრო შერატონი, თელავის ქუჩა 20 სამუშაო საათები - 09:00-20:00 ანაზღაურება ფიქსირებული - 2500 ლარი + კვარტლური ბონუსი დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: [email protected]