TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მენეჯერი

მენეჯერი

Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Jul 30, 2026

Job description

"იცა " აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე. იცა არის სასწავლო ცენტრი, რომელიც აერთიანებს გამოცდილ მასწავლებლებსა და წარმატებულ მოსწავლეებს. ცენტრი 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველწლიურად ვითარდება. მთავარი მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია: ** სასწავლო პროცესის ორგანიზება (გაკვეთილების ცხრილების შედგენა, მოსწავლეთა ჯგუფებში განაწილება) ** მოსწავლეთა რეგისტრაცია ** კომუნიკაცია მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან. ერთი მხრივ ცენტრს, მეორე მხრივ კი მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ურთიერთობის კოორდინირება. ** საქმისწარმოება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. ** შემომავალ ზარებზე პასუხი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება. ** თვის ბოლოს მოსწავლეთა შედეგების გაგზავნა მშობლებისთვის. ** ცენტრის განვითარების, ახალი იდეების განხორციელებისა და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა. ** ცენტრში აკადემიური და ჰარმონიული გარემოს უზრუნველყოფა. მენეჯერს მოეთხოვება: ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების Word, Excel, Power Point ფლობა. ** სასურველია მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება. მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე ** კომუნიკაბელურობა ** ორგანიზებისა და საქმისწარმოების უნარი ** კრეატიულობა ** პუნქტუალურობა ანაზღაურება: შეთანხმებით - კვალიფიკაციიდან გამომდინარე სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი იცას მისამართი: ი. ტურგენევის N5 (მარჯანიშვილის მეტროსთან) ცენტრი დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტო სურათითურთ ელფოსტაზე: ?subject=">[email protected] დამატებით შეკითხვებზე დარეკეთ: 551 61 16 16; 595 50 74 01 რეზიუმეს მიღების ბოლო დღე: 30.07.2026 ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.