TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მენეჯერის ასისტენტი

მენეჯერის ასისტენტი

პეპელა Georgia ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი " პეპელა " 2006 წ. შეიქმნა და უკვე 19 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს. ამჟამად, "პეპელა" სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპულ, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს. დღეს, "პეპელა" 27 საფირმო მაღაზიას აერთიანებს. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, მათ შორის: Clementoni, lego, Dream Makers, Mattel, Bruder, Papo და ა.შ. პოზიცია: მენეჯერის ასისტენტი სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში) ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. ფალიაშვილის N72. ჩვენთან გელოდებათ: ** კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** კომფორტული სამუშაო გარემო; ** ფასდაკლების კორპორაციულ ბარათს; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება. ძირითადი მოვალეობები: ** მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება; ** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა; ** სალარო აპარატთან მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება; ** მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი. ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected] და სათაურში ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (მენეჯერის ასისტენტი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება.