TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მენეჯმენტის და ადმინისტრაციული ოფისის ასისტენტი

მენეჯმენტის და ადმინისტრაციული ოფისის ასისტენტი

პროკრედიტ ბანკი Georgia ქართული
Posted Aug 04, 2026 20h ago apply by Aug 31, 2026

Job description

გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოუერთდი " პროკრედიტ ბანკის " გუნდს! "პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე. ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია. ვაკანსია: მენეჯმენტისა და ადმინისტრაციული ოფისის ასისტენტი ძირითადი მოვალეობები: ** მენეჯმენტის წევრების ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო საქმიანობის მხარდაჭერა; ** შეხვედრების დაგეგმვა, საკონფერენციო ოთახების დაჯავშნა და შეხვედრების კოორდინაცია; ** ოფისის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების ორგანიზება და ადმინისტრირება; ** შიდა და გარე კომუნიკაციის ეფექტიანად მართვა; ** ბიზნესვიზიტების, მივლინებების, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება; ** სასტუმროების, ავიაბილეთების, ტრანსპორტისა და სამოგზაურო დაზღვევის დაჯავშნის პროცესის კოორდინაცია; ** ვიზებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია; ** სტუმრების, პარტნიორებისა და კონსულტანტების ვიზიტების ორგანიზება; ** შეხვედრების, პრეზენტაციების, საბჭოს სხდომებისა და სხვა კორპორატიული ღონისძიებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა; ** შემოსული კორესპონდენციისა და ელექტრონული ფოსტის კოორდინაცია; ** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა; ** საოფისე რესურსებისა და მარაგების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათი შევსების უზრუნველყოფა; ** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და შესაბამისი სტანდარტების დაცვით მუშაობა; ** მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება. მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ადმინისტრაციულ, საოფისე ან ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B1); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook, PowerPoint); ** დოკუმენტაციისა და საოფისე პროცესების მართვის საბაზისო გამოცდილება. ჩვენი იდეალური კანდიდატი: ** მოტივირებული და პროაქტიული; ** პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული; ** შედეგებსა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული; ** გუნდურ გარემოში ეფექტურად მომუშავე; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარის მქონე. დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "მენეჯმენტისა და ადმინისტრაციული ოფისის ასისტენტი" შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31/08/2026 რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის, შესაძლოა, გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] სს "პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; [email protected]