---
title: MEP ინჟინრის ასისტენტი
description: სტუდენტებისთვის და ახალკურსდამთავრებულებისთვის ვაცხადებთ ვაკანსიას MEP ინჟინრის ასისტენტის პოზიციაზე. ვეძებთ მოტივირებულ სტუდენტს ან ახალკურსდამთავრებულს, რომელსაც სურს MEP ინჟინერიის (ელექტრო, HVAC, 
---

# MEP ინჟინრის ასისტენტი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-10-16  
**Apply by:** 2026-11-16

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=761502)

## Job description

სტუდენტებისთვის და ახალკურსდამთავრებულებისთვის ვაცხადებთ ვაკანსიას MEP ინჟინრის ასისტენტის პოზიციაზე. ვეძებთ მოტივირებულ სტუდენტს ან ახალკურსდამთავრებულს, რომელსაც სურს MEP ინჟინერიის (ელექტრო, HVAC, წყალმომარაგება-კანალიზაცია) მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება. მუშაობა მოგიწევთ გამოცდილ ინჟინერ-ენერგეტიკოსთან ერთად, რეალურ საინჟინრო პროექტებსა და სამუშაო ობიექტებზე: სავაჭრო ცენტრებში, კომერციულ და საცხოვრებელ შენობებში. რას ისწავლით და გააკეთებთ: ** საინჟინრო ნახაზების მომზადებას AutoCAD-ში - ელექტრო სქემები, გეგმები, ცვლილებები; ** სპეციფიკაციების, მასალების უწყისებისა და ხარჯთაღრიცხვების შედგენას; ** საინჟინრო გაანგარიშებებს - კაბელის კვეთა, დატვირთვები, ავტომატური ამომრთველებისა და მილების შერჩევას; ** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას - აქტები, ოქმები, გაზომვების შედეგები; ** მომწოდებლების შეთავაზებების შედარებასა და კონტრაქტორებთან კომუნიკაციას; ** ობიექტებზე სამუშაოების კონტროლსა და ტექნიკური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობას. მოთხოვნები: ** ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (ელექტროინჟინერია, ენერგეტიკა, მშენებლობა…); ** AutoCAD-ის საბაზისო ცოდნა ან მისი სწრაფად ათვისების მზადყოფნა; ** Excel-ის საბაზისო ცოდნა; ** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი, სიზუსტე და პასუხისმგებლობა; ** ობიექტებზე გასვლის მზადყოფნა; ** ტექნიკური ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. გთავაზობთ: ** პრაქტიკულ სწავლებას გამოცდილ ინჟინერთან ერთად; ** სწავლასთან შეთავსებულ სამუშაო გრაფიკს; ** წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში დასაქმების შესაძლებლობას; ** სამუშაო ადგილს თბილისში - ოფისსა და ობიექტებზე როგორ გამოგვიგზავნოთ განაცხადი: გამოგვიგზავნეთ CV (თუ გაქვთ, სასწავლო ნამუშევრებიც) მისამართზე n.kokaia@pe.ge სათაურში მიუთითეთ "MEP ინჟინრის ასისტენტი".

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=MEP+%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
