მეპატრონეებთან ურთიერთობის კოორდინატორი
Job description
" Boulevard Point Batumi " აცხადებს ვაკანსიას მეპატრონეებთან ურთიერთობის კოორდინატორის პოზიციაზე საერთაშორისო ბრენდის აპარტ-სასტუმროში — Executive Residency by Best Western. ძირითადი მოვალეობები ** მეპატრონეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ** მეპატრონეთა მოთხოვნების, შეკითხვებისა და უკუკავშირის დროული კოორდინაცია და შესაბამის დეპარტამენტებთან ეფექტური გადაწყვეტის უზრუნველყოფა; ** Owner Portal-ის ადმინისტრირება; ** მეპატრონეთა ვიზიტების, ჯავშნებისა და მათთვის განკუთვნილი სერვისების კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან; ** მეპატრონეთა პრივილეგიების, ფასდაკლებებისა და სერვისების ადმინისტრირება; ** მეპატრონეებსა და სასტუმროს დეპარტამენტებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ** მეპატრონეთა კმაყოფილების მონიტორინგი და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინიციირება; ** შემოსავლების განაწილებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და კომუნიკაციის კოორდინაცია ფინანსურ დეპარტამენტთან; ** მეპატრონეთა მონაცემებისა და დოკუმენტაციის ადმინისტრირება/ წარმოება; ** ბრენდის სტანდარტების, კომპანიის პოლიტიკისა და კონფიდენციალურობის მოთხოვნების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** სტუმრებთან, კლიენტებთან ან მეპატრონეებთან ურთიერთობის, Front Office-ის, Guest Relations-ის ან Customer Service-ის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** საერთაშორისო ან ბრენდულ სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** აპარტ-სასტუმროში ან მეპატრონეთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენის ფლობა სავალდებულოა; დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა; PMS, CRM ან Owner Portal სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: [email protected] , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება. თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას. ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით დაადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.