TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მერჩენდაიზერი

მერჩენდაიზერი

ენგადი თბილისი ქართული
Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას. დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო". ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია " ენგადი " აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული ძირითადი მოვალეობები: სავაჭრო ობიექტ (ებ)ში ვიზიტების განხორციელება პროდუქციის წარმოდგენის უზრუნველსაყოფად; საქონლის ინვენტარიზაცია (როგორც საწყობის, ისე თაროს ნაშთის); ობიექტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის; სავაჭრო ობიექტის ხელმძღვანელ პირებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება კომპანიის ამოცანების და გეგმების შესრულებისა და საქმის გამართულად წარმართვის მიზნით; ხელმძღვანელისთვის რეგულარული რეპორტების მომზადება დადგენილი წესითა და ფორმატით; უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო განათლება (სავალდებულო) უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესობად) იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულო) MS Office უნარები/პიროვნული კომპეტენციები: არითმეტიკული/მათემატიკური უნარები კარგი კომუნიკაციური უნარები: გამართული მეტყველება, აქტიური მოსმენა, დამარწმუნებელი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარი შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი დაინტერესების შემთხვევაში გადადით მითითებულ ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://engadi.selfrecruit.ge/s/jRwJ