მერჩენდაიზერი
Job description
სადისტრიბუციო კომპანია " თაბუკა ", რომელიც 2005 წლიდან ახორციელებს ევროპული ტკბილეულის და ჩაის დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქალაქი თბილისი, მიმდინარე წლის აგვისტოს თვის შვებულებით. ფუნქცია-მოვალეობები: ** ობიექტებზე პროდუქციის განლაგება კომპანიის სტანდარტების მიხედვით ** პროდუქციის ვადების, ფასმაჩვენებლის, ნაშთის და თაროზე წილის კონტროლი ** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სარეკლამო მასალების და პრომო ფასების განთავსება ** მარაგის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება ** რეგულარული ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ ** პროდუქციის ინვენტარიზაცია (საწყობი/თარო) ძირითადი მოთხოვნები: ** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი სატრანსპორტო საშუალების ქონა ** თბილისის უბნების კარგად ცოდნა უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა ** მოლაპარაკების და საკითხების გადაჭრის უნარი ** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი ** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა ** ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება ** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია ** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი გთავაზობთ: ** შესაბამის ანაზღაურებას გამოცდილებიდან და დატვირთულობიდან გამომდინარე ** ტრანსპორტის თანხით უზრუნველყოფას ** ხელფასის ზრდის პერსპექტივას ** მეგობრულ გარემოს ** სამედიცინო დაზღვევას ** სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს ** კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს ** სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00 დან 18:00 საათამდე) კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქცია არის ძირითადად მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმის დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში subject მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მერჩენი". გისურვებთ წარმატებას! შპს "თაბუკა" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.