მერჩენდაიზერი
Job description
" Midea " გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე. შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში. შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „ მერჩენდაიზერის “- პოზიციაზე ფუნქცია-მოვალეობები: რეგიონებისა და სავაჭრო ობიექტების ვიზიტების დაგეგმვა (კვირეული/თვიური გეგმის მიხედვით) და შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან; წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით რეგიონებში ვიზიტების განხორციელება; ობიექტებზე სტენდების მდგომარეობის მონიტორინგი და შეფასება; სტენდების განთავსებისთვის ახალი ლოკაციების მოძიება და შეთანხმება; სარეკლამო მასალების განთავსება და განახლება სავაჭრო ობიექტებში სტენდებთან დაკავშირებული პრობლემების (დაზიანება, არასწორი განთავსება და სხვა) ოპერატიული მოგვარება; სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის პროდუქციისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი ტრეინგების ჩატარება. ფოტორეპორტების მომზადება და სისტემატური გაზიარება; მაღაზიებში განთავსებული პროდუქციის კონტროლი და აღრიცხვა. მაღაზიებში განთავსებული პროდუქციის ფასების კონტროლი. ყოველკვირეული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან. ძირითადი მოთხოვნები: ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე; საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; B კატეგორიის მართვის მოწმობა 5 წლიანი გამოცდილებით; სამუშაო გამოცდილება საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში; მზადყოფნა ხშირი მივლინებებისთვის საქართველოს მასშტაბით. ანაზღაურება: ფიქსირებული – 2000 ლარი. ბონუსი-დაქვემდებარებული ობიექტებიდან გეგმის შესრულების ბონუსი. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე; 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://midea.selfrecruit.ge/s/xJaR