მერჩენდაიზერი
Job description
კომპანია " ბორან ლაითი " დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: TOLSEN, CROWN, DEWALT, LINUS, SCHPINDEL, KETTLER და ა.შ.) კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას. ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე თბილისში. მისამართი: ქ. თბილისი, მარნეულის ქ. N44 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30 საშუალო ანაზღაურება: 1 თვე 1500 ლარი ; 2 თვე 1800 ლარი ; მე-3 თვიდან 2000 ლარი . ძირითადი მოვალეობები: მერჩენდაიზერის საქმიანობა მოიცავს დღის განმავლობაში დამსაქმებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო ობიექტებში ვიზიტის განხორციელებას და თითოეულ ობიექტში დაკისრებული მოვალეობების სრულად და ხარისხიანად შესრულებას. ** თაროების შევსება და განლაგების კონტროლი; ** მერჩენდაიზინგის პრინციპების დაცვა (FIFO (First In, First Out) პრინციპის დაცვა; ** აქციებისა და სპეციალური ზონების მართვა; ** მარაგების კონტროლი. პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელურობა; ** შრომისმოყვარეობა ** პასუხისმგებლობა ** ორგანიზებულობა ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.