TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მესაწყობე

მესაწყობე

georgian-beer-and-beverages-group Georgia ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

" Georgia Beer and Beverages Group " (GBBG) არის საერთაშორისო ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ჯგუფის, Royal Swinkels-ის ნაწილი. GBBG აერთიანებს ორ კომპანიას: გლობალ ბიერ ჯორჯიასა (GBG) და საქართველოს დისტრიბუციასა და ლოგისტიკას (GDL). კომპანიების შესახებ: გლობალ ბიერ ჯორჯია (GBG) - ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულ პროცესს - ლუდისა და ლიმონათის წარმოებას, მარკეტინგსა და გაყიდვებს, ასევე ახდენს სხვადასხვა ბრენდების იმპორტსა და ექსპორტს. აღნიშნული ბრენდებია: ბავარია, ყაზბეგი, შავი ლომი, კაიაკი, აისი, 8.6, B52 და ლიმონათი "ყაზბეგი". საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა (GDL) - დისტრიბუციის სფეროში 17 წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს დისტრიბუციასა და მესამე მხარის ლოგისტიკის (3PL) სერვისს. 6 ფილიალისა და რეგიონული გაყიდვების ჯგუფების მეშვეობით ემსახურება 12 000-ზე მეტ მომხმარებელს. GDL-ის პორტფელი მოიცავს GBG-ის, ასევე მესამე მხარის პროდუქტებს, როგორიცაა ალკოჰოლური სასმელები, ყავა "ლავაცა", წყალი, ღვინო და სხვა. GBBG-ში წარმატებით ვმუშაობთ სწრაფად ცვალებად და კონკურენტულ ინდუსტრიაში ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმის, ენთუზიაზმის, კრეატიულობისა და ერთგულების წყალობით. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ დასაქმებას მზარდ და განვითარებად კომპანიაში. თუ გსურთ, შექმნათ სრულფასოვანი კარიერა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ქართული სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში, მოხარული ვიქნებით თქვენი გამოხმაურებით. კომპანია აცხადებს ვაკანსიას მესაწყობის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო ადგილი: თბილისი ძირითადი მოვალეობები: ** საწყობში მიღებული პროდუქციის უდანაკარგოდ მითვლა ** პროდუქციის დახარისხება და ლოკაციებზე განლაგება ** საწყობში პროდუქციის აგროვება შეკვეთაში განსაზღვრული სახეობებისა და რაოდენობის მიხედვით ** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება ძირითადი მოთხოვნები: სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პუნქტუალურობა ** შრომისმოყვარეობა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გარანტიები: ** კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებითა და გარანტიით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე. ** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 969 509. გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ჩაითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება. დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი. შპს "საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები კომპანიაში შეინახება ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. გისურვებთ წარმატებას!