მიღება-განთავსების დეპარტამენტის მენეჯერი
Job description
აპარტ-ჰოტელი ,,ალიანს ფრივილიჯი“ , რომელსაც მართავს საერთაშორისო სასტუმროების მართვის კომპანია Aimbridge Emea, აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში , მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები. განათლება და გამოცდილება მიღება-განთავსების ყველა ოპერაციის ზედამხედველობა, ყოველდღიური საქმიანობის შეუფერხებელი და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა. მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მიღება-განთავსების დეპარტამენტში მუშაობის ან/და ამავე დეპარტამენში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. სასტუმროს მართვის სისტემების (Opera ან მსგავსი) მაღალ დონეზე ფლობა. ენთუზიაზმი, გუნდის მაღალი შედეგებისკენ მოტივირების უნარი. პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი, კონფლიქტების დიპლომატიურად მართვა. უცხო ენების ცოდნა პასუხისმგებლობა სტუმრების საჭიროებების პროგნოზირება, სადაც ეს შესაძლებელია, და ამ საჭიროებებზე რეაგირება სტუმრების კმაყოფილების გასაზრდელად. სტუმრებთან დროული ურთიერთობა ჩამოსვლისა და წასვლისთანავე, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად რეგისტრაციისა და გასვლის პროცედურებისთვის. სრული პასუხისმგებლობა მიმღები გუნდის მომზადებასა და მათი კარიერული განვითარების უზრუნველყოფაზე. ადმინისტრაციის განყოფილებიდან გამოსული ყველა ანგარიშის წარდგენა და სრული პასუხისმგებლობა. დეპარტამენტის პროგნოზებისა და სამუშაო გრაფიკის მომზადება, შემოწმება და მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შესაბამისობა დადგენილ ბიუჯეტებთან და მომსახურებისა და ბიზნეს საჭიროებების დაკმაყოფილება. დეპარტამენტის მარაგების შეკვეთა და შეძენა, ყოველთვიური ინვენტარიზაციის ჩატარება და ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოფხვრა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად. დეპარტამენტის ხარჯების კონტროლი მარაგების სწორი შენახვისა და განაწილების გზით. მიღება-განთავსების დეპარტამენტის წესების, პროცედურებისა და სტანდარტების დანერგვა და გაუმჯობესება. ბრენდისა და კომპანიის ღირებულებების შესაბამისი სერვისის კონტროლი. მორიგე მენეჯერის მოვალეობების შესრულება სასტუმროს ბიზნესის საჭიროებების მხარდასაჭერად. დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 30 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს ალიანსის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას!