მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ჯგუფის უფროსი
Job description
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი " აცხადებს ვაკანსიას მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე ქ. ხაშურში ; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ბიზნეს დაკრედიტების ჯგუფის მართვა; ახალი კლიენტების მოზიდვა; მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი; კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი; საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა; სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა; საკრედიტო პორთველის მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით; მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში; ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება; კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა. სხვა მოთხოვნები: ლიდერის უნარები, თანამშრომელთა მოტივირებისა და განვითარების უნარი; დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; ეფექტური გაყიდვების უნარი; სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; შაბათი: 10:00-16:00. გამოსაცდელი ვადა: 3 თვე. ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://scapp.selfrecruit.ge/s/F8Zsl