TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიკრო საკრედიტო ექსპერტი

მიკრო საკრედიტო ექსპერტი

საქართველოს ბანკი რუსთავი, გარდაბანი, მარნეული ქართული
Posted Aug 01, 2026 2 days ago apply by Aug 15, 2026

Job description

სს „საქართველოს ბანკის“საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე: რუსთავი; გარდაბანი; მარნეული;გარდაბანი;ბოლნისი;დმანისი ;წალკა. ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება; მომხმარებლებისათვის ბანკის მომსახურების სარგებლიანობის და საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია; მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა; მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი; საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა. სავალდებულო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულება. სამუშაო გამოცდილება: განვიხილავთ როგორც დამწყებ, აგრეთვე, გამოცდილების მქონე კანდიდატებს ბიზნეს საბანკო დაკრედიტების მიმართულებით. ანაზღაურება:ფიქსირებულს დამატებული ყოველთვიური ბონუსი. სავალდებულო ცოდნა, უნარები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად; ორგანიზებულობა, ენერგიულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის დაგეგმვის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/mikro-sakredito-eksperti-kvemo-kartli-kvemo-kartli-upFXcf?source=Hr.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 15 აგვისტო, 2026.