მიკრო საკრედიტო ექსპერტი
Job description
სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე წალკაში ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება; მომხმარებლებისათვის ბანკის მომსახურების სარგებლიანობის და საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია; მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა; მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი; საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა. სავალდებულო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულება. სამუშაო გამოცდილება: განვიხილავთ როგორც დამწყებ, აგრეთვე, გამოცდილების მქონე კანდიდატებს ბიზნეს საბანკო დაკრედიტების მიმართულებით. ანაზღაურება:ფიქსირებულს დამატებული ყოველთვიური ბონუსი. სავალდებულო ცოდნა, უნარები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად; ორგანიზებულობა, ენერგიულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის დაგეგმვის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 15 ივლისი , 2026. ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/mikro-sakredito-eksperti-calka-calka-HWwXYV?source=Hr.ge