TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიმღებ-შემფასებელი

მიმღებ-შემფასებელი

საქართველოს ბანკი სამტრედია hr.ge ქართული
Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 14, 2026

Job description

სს „საქართველოს ბანკი “ აცხადებს ვაკანსიას - მიმღებ-შემფასებელი - სამტრედია ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროასს „საქართველოს ბანკის“ საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიმღებ-შემფასებლისპოზიციაზე სამტრედიაში აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ: შეაფასებ ძვირფას ლითონებსა და ქვებს და გააფორმებ შესაბამის სესხს; გირაოს ნივთებს დაუბრუნებ მსესხებელს; განახორციელებ თანხის კონვერტაციასა და მიიღებ გზავნილებს; გაგზავნი შეტყობინებებს მსესხებლებთან; გაყიდვების გაზრდის მიზნით განახორციელებ შესაბამის ღონისძიებებს. ჩვენ გთავაზობთ: თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, რომლებიც დაგეხმარება, განივითარო პიროვნული უნარები და მიიღო საბაზისო ცოდნა საბანკო-სალომბარდე პროდუქტებისა და პროცესების შესახებ; კომფორტულ სამუშაო სივრცეს და ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით); გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენი კვალიფიკაცია: განათლება: უმაღლესი (სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი); სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტ–შემფასებლის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი. სამუშაო გამოცდილება: სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება. აუცილებელი ცოდნა და უნარები: მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები; კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად; დეტალებზე ორიენტირება, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა. საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე! დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 14 ივლისი 2026. ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/mimgeb-shempasebeli-samtredia-samtredia-7febQB?source=Hr.ge