TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიმღები-რეგისტრატორი

მიმღები-რეგისტრატორი

bricks-hotel Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 12h ago apply by Aug 27, 2026

Job description

ნახევარი განაკვეთით სასტუმრო "ბრიქსი" , ავლაბარში, აცხადებს ვაკანსიას მიმღები-რეგისტრატორის პოზიციაზე დღის ცვლაში. ჩვენ ვეძებთ პოზიტიურ, პასუხისმგებლიან კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც აქვს სასტუმროში მუშაობის გამოცდილება და იცის სადაჯავშნო სისტემები ბუქინგი, ექსპედია, ასტრავოკი .... ფუნქცია-მოვალეობები: ** სტუმრების ღიმილით დახვედრა და გაცილება; ** ელექტრონული ფოსტით მიმოწერა; ** სატელეფონო ზარებზე პასუხი; ** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; ** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ); ** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში ინფორმაციის გადაბარება. ძირითადი მოთხოვნები: ** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** დასაჯავშნო სისტემების ცოდნა: ექსპედია, ბუქინგი და აშ. ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** საქმის ადვილად ათვისების უნარი; პიროვნული მახასიათებლები და უნარები: ** გუნდურობა; ** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა; ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; ** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა; ჩვენ გთავაზობთ: ** კომფორტულ გარემოს და სამუშაო პირობებს თბილისის ცენტრალურ უბანში ავლაბარში; ** გრაფიკი კვირაში ორი დღე მუშაობა; საათები: დილის 9:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე. ** ანაზღაურება ცვლაში 75 ლარი ნეტი + ბონუსი ტარების გაყიდვიდან ** ერთჯერად კვებას; ** განვითარებას ტურიზმის სფეროში; თუ თვლით რომ ხართ მოტივირებული ადამიანი და ფლობთ კარგ კომუნიკაციის უნარებს, მაშინ ეს სამსახური თქვენთვისაა! გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან დაგვირეკეთ ნომერზე +995 557 21 23 25; სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს!