მიმღების დეპარტამენტის მენეჯერი
Job description
სასტუმრო "ამპელო" აცხადებს ვაკანსიას მიმღების დეპარტამენტის მენეჯერის (Front Office Manager) პოზიციაზე. მდებარეობა: კარდანახი სამუშაო გრაფიკი: სრული ძირითადი მოვალეობები: ** მიმღები დეპარტამენტის (Front Office) ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა, კოორდინირება და ზედამხედველობა; ** რეცეფციონისტების გუნდის მუშაობის კონტროლი, სამუშაო გრაფიკების გაწერა და მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი; ** ჯავშნების ნაკადის სრული კონტროლი, მონიტორინგი და შემომავალი ნაკადების ოპტიმიზაცია; ** სასტუმროს ონლაინ გასაყიდი არხებისა და OTA პლატფორმების მართვა (Booking.com, Expedia, TripAdvisor და სხვა); ** ტარიფების, და გაყიდვების დინამიკის მუდმივი კონტროლი ონლაინ პლატფორმებზე; ** დეპარტამენტის განვითარებაზე ზრუნვა, მომსახურების სტანდარტების დანერგვა და ახალი კადრების მომზადება/ტრენინგი; ** სასტუმროს სრული სერვისისა და სტუმართა მომსახურების ხარისხის ზედამხედველობა უმაღლესი კმაყოფილების უზრუნველსაყოფად; ** ფინანსური ოპერაციების, ანგარიშსწორების, გადახდებისა და ინვოისების სისწორის მონიტორინგი; ** რთული საოპერაციო სიტუაციებისა და სტუმრების პრეტენზიების პროფესიონალურად და ეფექტურად მოგვარება; ** სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან (დასუფთავება, სამზარეულო, სერვისი) მჭიდრო თანამშრომლობა სერვისის უწყვეტობისთვის. ძირითადი მოთხოვნები: ** ანალოგიურ ან ფრონტ ოფისის უფროსი რეცეფციონისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასტუმროს სფეროში მენეჯერული გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად); ** ონლაინ გასაყიდი არხების (Booking.com, Expedia, TripAdvisor და ა.შ.) და Channel Manager-ის მუშაობის პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა; ** სასტუმროს მართვის პროგრამებისა (PMS) და საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ** ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართულად და თავისუფლად საუბრის უნარი (აუცილებელია); ** გუნდის მართვის, ლიდერული და მოტივაციის ამაღლების უნარები; ** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** სტუმართმოყვარეობის, მაღალი პასუხისმგებლობისა და ორგანიზატორული ნიჭი. განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მიმღების დეპარტამენტის მენეჯერი". კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და გასაუბრების საფუძველზე. მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!