TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიმტანი

მიმტანი

tiflis-palace Georgia ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 02, 2026

Job description

შპს " გლორია " მართავს ორ სასტუმროს — "ტიფლის პალასს", რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერსა და რესტორან "ტიფლის ვერანდას") და "Grand Gloria"-ს — 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრსა და რესტორანს. კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით. შპს "გლორია" რესტორან "ტიფლის ვერანდასთვის" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. მდებარეობა: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. 3 დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი ენები: ინგლისური და რუსული ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებით უზრუნველყოფას. ვის ვეძებთ ჩვენ: ჩვენ ვიზრდებით და ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, ვინც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ** აქვს მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** იცის რუსული და ინგლისური ენები; ** არის პუნქტუალური, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული. მოვალეობები: ** სტუმრების დახვედრა და მაგიდასთან მათი მიცილება; ** მაგიდის მომზადება კერძების გამოსატანად, მენიუს გაცნობა, შეკვეთის მიღება, კერძებისა და სასმელების მირთმევა; ** მაგიდის ალაგება; ** ანგარიშსწორების პროცესის მართვა; ** სტუმრების გაცილება. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 2 აგვისტო . დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "მიმტანი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შპს "გლორია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში — "კანონი") მიზნებისთვის. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით — თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნეს მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენს შპს "გლორია"-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 404379338; საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 02 45; მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N 3; ელ. ფოსტა: [email protected]) (შემდგომში — "კომპანია") საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა "კომპანიის" ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით.