მიმტანი
Job description
რესტორანი ტერასა აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება; სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა; მაგიდის და ჭურჭლის მომზადება; სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება. საჭირო უნარები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; გუნდური მუშაობის უნარი; კომუნიკაციის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე; კონკურენტულ ანაზღაურებას; კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას; ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას; მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]