მიმტანი
Job description
რესტორანი "ლიტერა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, მაჩაბლის ქუჩა 13 სამუშაო განაკვეთი: სრული ვაკანსია არის სეზონური, გაგრძელდება 6 თვის მანძილზე. ძირითადი მოვალეობები: ** შეკვეთის მიღება სტუმრისგან, პროგრამულად ასახვა და დროული მიწოდება; ** სამუშაო დღის დასაწყისში ობიექტის მომზადება; ** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა; ** მაგიდის და ჭურჭლის მომზადება; ** საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება; ** ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა ბარის და სამზარეულოს თანამშრომლებთან შეკვეთების მიღება/გაცემის პროცესში. საჭირო უნარები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაციის უნარი; ** ენერგიულობა და სისხარტე; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე; ** კვებას; ** მრავალფეროვან და უსაფრთხო სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.