მიმტანი
Job description
კაფე ბარი "გრაფიკა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: სტუმრის დახვედრა და მაგიდამდე მიცილება. სტუმრისგან შეკვეთის დროული მიღება და შემდეგ მისი მიწოდება; მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა; მაგიდისა და ჭურჭლის მომზადება; ჩეკების მომზადება; სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება; მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად; აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად; საჭირო უნარები: გუნდური მუშაობის უნარი; კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი; დეტალებზე ორიენტირებული; დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!