მიმტანი
Job description
"Poker Club" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: საბურთალო, პეკინის ქ. 41. სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება) სამუშაო საათები: 18:00-06:00 ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1200 ლარი +დანამატი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მომხმარებლის შეკვეთების მიღება და მიწოდება; მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათთვის პროდუქტებთან და სერვისთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები: პუნქტუალურობა; კომუნიკაბელურობა; ქართულ ენაზე გამართული მეტყველება; ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად); სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი; სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები. Poker Room გთავაზობთ: დრესკოდის უზრუნველყოფას; კვებას; პროფესიული განვითარების ტრენინგებს; სასიამოვნო სამუშაო გარემოს; პროფესიულ ზრდა/განვითარებას. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მიმტანი". რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.